პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი

საქართველოს მთავრობა

25 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 60 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, საიდანაც 42,4 ათასი ტონა მაღალი კონდიციისაა. რრთველი პიკურ ფაზაშია და მოსავალი 3500 მევენახემ დააბინავა. ყურძნის მიღებას შპს მოსავლის მართვის კომპანია ახორციელებს.

25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
რუსთავი 2

გადამუშავებული 60 ათასი ტონა ყურძნიდან 42,4 ათასი ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანია.

ამ ეტაპისთვის გადამუშავებული მთელი მოსავლის მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო და მკვახე. მოსავალი 3500 მევენახემ დააბინავა.

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე გადამუშავდა მიმდინარე სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის 12 ათას ტონამდე ყურძენი.

სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" 22 ლოკაციაზე იბარებს მოსახლეობისგან ყურძენს.

მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 60 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
  2. რუსთავი 2სამთავრობოყურძნის მოსავალი უკვე 3500-მა მევენახემ დააბინავა - კახეთში რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის 74% ხარისხიანია – ლევან მეხუზლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები