"თეთრ სახლზე წვდომა პრივილეგიაა და არა უფლება" - იუსტიციის სამინისტრო მედიის აკრძალვას ეროვნული უსაფრთხოების საბაბით ამართლებს
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტს უფლება აქვს, მედიასაშუალებებს (CNN, MS NOW და Politico) ეროვნული უსაფრთხოების საბაბით თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა შეუზღუდოს. სამინისტრო მიიჩნევს, რომ თეთრ სახლზე წვდომა პრივილეგიაა და არა უფლება, მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალები კი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტს უფლება აქვს, მედიასაშუალებებს - CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს - თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა შეუზღუდოს, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ დოკუმენტებშია აღნიშნული, მიუხედავად სიტყვის თავისუფლებისა პირველი შესწორებით გარანტირებული უფლებებისა, "თეთრ სახლზე წვდომა პრივილეგიაა და არა უფლება".
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს შეუძლია აკონტროლოს წვდომა თეთრი სახლის რეზიდენციაში ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საბაბით, რადგან აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ირანის ომისა და ტრამპის ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობის შესახებ ისეთი მასალები გამოაქვეყნეს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.
სასამართლო დოკუმენტებში წარმოდგენილი წერილების მიხედვით, CNN-ს ბრალად ედება აღმოსავლეთ ფრთის საბანკეტო დარბაზის ქვეშ "საიდუმლო ბუნკერის" მშენებლობისა და ირანის ომის გაშუქება. MS NOW კრიტიკის ობიექტი გახდა ირანის ომისა და ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების გაშუქების გამო, ხოლო Politico - ირანთან, საბანკეტო დარბაზთან და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვებთან დაკავშირებული სტატიების გამო.
აღნიშნული განცხადება ვშინგტონში, ფედერალური მოსამართლის წინაშე ჩასატარებელი საგანგებო მოსმენის წინ გავრცელდა, სადაც დასახელებული მედიასაშუალებები თეთრ სახლში აკრედიტაციის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს საქმე სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელოვანი ტესტია, რამაც უკვე გამოიწვია თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ ტრამპის გამოსვლების, პირდაპირი ტრანსლირების დროებითი შეჩერება.
ციტატები სტატიიდან
„თეთრ სახლზე წვდომა პრივილეგიაა და არა უფლება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.