პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო კონფერენციას დაესწრო და ორგანიზაციის დამოუკიდებლობასა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში მის როლზე ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
რუსთავი 2

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარება.

ადვოკატის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია მასპინძლობს, ესწრება 200-ზე მეტი მონაწილე-ექსპერტები, ადვოკატები, იურიდიული სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები. მსჯელობენ თემაზე - "ადვოკატი, უფლებების ეფექტიანი დაცვა და პრო ბონო სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში".

ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვებით წარდგნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, უკრაინისა და თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელებიც.

პაატა სალიამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიასთან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აკავშირებს, რაც დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ამ პროფესიაში მყოფი ადამიანების მიმართ. პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე იმისა, რომ საქართველო იყოს სამართალზე დაფუძნებული ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობა და სიძლიერე იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციამ ხელი შეუწყოს სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს იუსტიციის სამინისტროს ადვოკატთა ასოციაციასთან და თითოეულ ადვოკატს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე იმისა, რომ საქართველო იყოს სამართალზე დაფუძნებული ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობა და სიძლიერე იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციამ ხელი შეუწყოს სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს იუსტიციის სამინისტროს ადვოკატთა ასოციაციასთან და თითოეულ ადვოკატს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
როგორ იცვლება ადვოკატის საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები