ზაზა ბიბილაშვილი: ზოგი ქმნის, ზოგი - შლის. სხვადასხვა ტიპის ენერგია და განსხვავებული ძალისხმევაა საჭირო. შექმნა ძნელია, ნგრევა - ადვილი
ზაზა ბიბილაშვილი: ამ განსაცდელის ჟამს, გაღმა ნაპირზე გადასაცურად და სამშვიდობოზე გასასვლელად, ათმაგად მნიშვნელოვანია, ზურგზე მორიელი არ შევისვათ, რამეთუ სულმნათი სულხან-საბასი არ იყოს, ჩვენი გვარი ისეთია, "თუ გესლიანს ხორცს არ განიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო". ეგი გვინდა ქართველებს?!

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი:
ერთი კაცი იყო ძველ საბერძნეთში, ბევრს წვალობდა იმაზე ფიქრით, ისტორიაში როგორ შევიდეო. შექმნა არაფრის შეეძლო ("არა იყო გვარი მისი") ამიტომ, ადგა და მის ქალაქში ყველაზე მშვენიერი ნაგებობა, არტემიდას ტაძარი, დაწვა. სხვისი აგებულის განადგურებით მაინც გავითქვამ სახელსო. ასეა, ზოგი ქმნის, ზოგი - შლის. სხვადასხვა ტიპის ენერგია და განსხვავებული ძალისხმევაა საჭირო. შექმნა ძნელია, ნგრევა - ადვილი. ამიტომაა, რომ ზოგს ნგრევის მრავალწლიანი, უზადო გამოცდილება დაუგროვდა... იმას მოგახსენებდით, რომ პოლიტიკაში ყველა თავისი შენატანით მიდის მაგიდასთან: ზოგი ამომრჩევლით, ზოგი - მედიარესურსით, ზოგი - სპეციფიკური ცოდნით, ზოგი - ფინანსებით... მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც არაფერი შემოაქვთ საერთო ყულაბაში. მეტიც - მხოლოდ განიზიდავენ. თან აქტიურად განიზიდავენ. თავად კი სულ უკონკურენტოდ რომ გავიდნენ არჩევნებზე, მაინც წააგებენ. როგორ? მაგაზე ნუ ვიდარდებთ, დარწმუნებული იყავით, მონახავენ გზას.
ხოდა, ამ განსაცდელის ჟამს, გაღმა ნაპირზე გადასაცურად და სამშვიდობოზე გასასვლელად, ათმაგად მნიშვნელოვანია, ზურგზე მორიელი არ შევისვათ, რამეთუ სულმნათი სულხან-საბასი არ იყოს, ჩვენი გვარი ისეთია, "თუ გესლიანს ხორცს არ განიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო". ეგი გვინდა ქართველებს?!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…