შანტაჟისგან გათავისუფლებული საქართველო - 28 ნოემბრის ე.წ. მასშტაბური აქცია. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
„იმედის კვირის“ რეპორტაჟის თანახმად, 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 7 ათასამდე ადამიანი მივიდა, ხოლო შეკრება 30 წუთში დასრულდა და ოპოზიციონერებს შორის სცენაზევე დაპირისპირება გამოიწვია.

გაცილება პოლიტიკურ მოუსავლეთში - 7 ათასამდე ადამიანმა გამოთქვა სურვილი, უკანასკნელად მიეგო პატივი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“. 28 ნოემბრის ე.წ. მასშტაბური აქციისთვის მზადება თვეების წინ დაიწყეს, თუმცა შედეგმა იმდენად გააღიზიანა სააკაშვილის პარტიული ნამსხვრევები, რომ ერთმანეთის აკრძალვა პირდაპირ გამოსამშვიდობებელ სცენაზევე დაიწყეს.
უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა ის, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ერთმანეთს თავად კრძალავენ. მართალია, მათი დაპირისპირების ბოლომდე არავის სჯერა და ბევრი ამას გათამაშებულ პოლიტიკურ სპექტაკლადაც მიიჩნევს, თუმც, ფაქტია, სანახაობა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. ერთმანეთს წარსული დანაშაულები და ცოდვები გაუხსენეს, საკუთარ რიგებში მოღალატეების გამოვლენაც დაიწყეს და როგორც ჩანს, ერთმანეთის ჩაქოლვის ხელოვნებაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად დახვეწეს.
რადიკალებს ვერც ევროპარლამენტარების მიმართვამ უშველათ და ვერც წინა საღამოს ევროპარლამენტის, თითქმის ცარიელ დარბაზში მიღებულმა მორიგმა რეზოლუციამ, რომელიც წინა რეზოლუციების მსგავსად იმ წამსვე იქცა მაკულატურად. როგორც ჩანს, წარმავალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის ახალი რეალობა დადგა, რეალობა, რომელშიც ძველი მეთოდებით ვეღარ ახერხებენ საზოგადოების მობილიზებას და ვეღარც გარე მხარდაჭერა იძლევა იმ შედეგს, რომელსაც ელოდნენ.
30 წუთში დასრულებული შეკრება- შევაჯამოთ რა მოუტანა საქართველოს პრემიერ მინისტრის 2024 წლის, 28 ნოემბრით დათარიღებულმა ისტორიულმა განცხადებამ.
შანტაჟისგან გათავისუფლებული საქართველო, - ნახეთ საბა ხვიჩიას საავტორო რეპორტაჟი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…