„ამასობაში გაირკვა, რომ ჩერგომ თავის სამკაციან პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შესწირა“ – ანა წითლიძე
„ნაცმოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ „ჩერგომ თავის სამკაციან პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შესწირა“ და კითხულობს, რა შემოსავლებით მოხდა ეს. წითლიძე ოპოზიციური ალიანსის შიდა დაპირისპირებასა და ლიდერების ურთიერთბრალდებებს ეხმაურება.

ნაცმოძრაობის წევრი ანა წითლიძე:
„დღის ბოლოს რაც გავიგეთ, შემდეგია:
გვარამიამ ბოლოს მაინც კომენტარებში ამოხეთქა და თქვა: აბა, 40 მლნ-ის აღებას რომ მაბრალებდით, რა გეგონათო?
ჩერგომ კვერი დაუკრა — აბა, რა ეგონათო.))
გიგი წერეთელმა, იმის შიშით, ჩერგომ ისევ სუტინიორი არ დამიძახოსო, გაიყუსა.
ლევან ცუცქირიძემ — მე არ ვიცოდიო, ენმ-ს სიტყვით გამოსვლაზე თუ უარი უთხრეს, ჩემთვის რომ ეთქვათ, რამეს ვიზამდიო.
უცნაურია. მჯერა, რომ არ უთხრეს, მაგრამ თუ იმ ალიანსში არაფერს გეკითხებიან და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, მანდ რა გინდათ? ანუ კიდიხართ?
„სტრატეგია აღმაშენებელმაც“ — მეც არ ვიცოდიო.
გაგიჟება შეიძლება.))
ზურა გირჩმა ისეთი კომენტარი გააკეთა, დაბოლილები რომ აკეთებენ ხოლმე და თან მაგრად წვალობენ.
ამასობაში გაირკვა, რომ ჩერგომ თავის სამკაციან პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შესწირა.
უცნაურია, ღმერთმანი, რა შემოსავლებით?
საერთოდ, რა ხდება? ვინმემ ხომ არ იცით?))
ჩერგოს ვულოცავ — მთელი ალიანსი კარგად კი ამოუსვამს იღლიაში.))
Go ჩემო აღაია, უნდა ვნახო ბოლომდე როგორ გააფარჩაკებ, შენივე სიტყვებით რომ ვთქვა კანალიზაცია გვარამიას და სუტინიორ გიგი წერეთელს)))
ხვალიდან უკვე საკონსტიტიცოს განხილვები განახლდება და მე ჩემი გამჭირვებია

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…