დავით მათიკაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ რადიკალების ბულინგზე: ცხადია, რომ დანაშაულის აღიარების და გულწრფელი მონანიების ელემენტები ეწინააღმდეგება მათ საერთო მიზანს, რომ ხელისუფლება ძალადობით შეიცვალოს
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ შეწყალებულ ან საპროცესო შეთანხმების მსურველ პატიმრებზე ბულინგი მიმდინარეობს, რადგან დანაშაულის აღიარება რადიკალების მიზანს — ხელისუფლების ძალადობით შეცვლას — ეწინააღმდეგება.

დააკვირდით, როგორც კი ვინმე ციხიდან გამოდის, ან შეწყალებაზე თუ საპროცესო შეთანხმებაზე დაწერს განცხადებას, რა ბულინგი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა მიდის სოცქსელებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის მიერ შეწყალებით გათავისუფლებული იმ პატიმრების მიმართ ბულინგზე, რომლებიც ძალადობრივი აქციების დროს იყვნენ დაკავებულები.
მისივე თქმით, ცხადია, რომ დანაშაულის აღიარების და გულწრფელი მონანიების ელემენტები ეწინააღმდეგება რადიკალების საერთო მიზანს, რომ ხელისუფლება ძალადობით შეიცვალოს.
„მთელი მსოფლიოს და საქართველოს მასშტაბით რომ ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ თურმე, „ჩვენ ოდნავ მოგვიანებით გასაღები უნდა ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის“, ხალხის დაძვრას რომ უწყობდნენ ხელს და მოუწოდებდნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, მათ შორის იქ მყოფი მსოფლიო დონის ბარიტონები, ეს არ ახსოვთ.
ფსევდო ილუზორული და ვირტუალური რეალობა გარე ძალებს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, რომ მერე ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში ვინმე სააკაშვილის ახლო მეგობარი პარლამენტარი გამობრძანდეს, აიღოს ფურცელი და ისაუბროს იმაზე, საქართველოში როგორ არიან პოლიტპატიმრები და როგორ ირღვევა მათი უფლება.
მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიქნას ფსევდო მოცემულობა, დაერქვას ტყუილის სახელი პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეს, რომ მერე მასზე, როგორც პოლიტიკურ პატიმარზე ისაუბრონ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…