მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალია 92:78 დაამარცხა, რასაც პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო და გუნდს გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.
მიხეილ ყაველაშვილი მატჩს შვილებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 92 -78 დაამარცხა.
მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნულ ნაკრებს ქვეყნის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ შეხვედრებში წარმატება უსურვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…