პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,, კაცო, ასეთ შემოტყუებას არ ჯობდა დაგერქმიათ აქციისთვის “საქართველო ივანიშვილის და სააკაშვილის გარეშე?!” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია ოპოზიციურ აქციაზე ბანერების გამო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ორგანიზატორებს „შემოტყუების“ ნაცვლად აქციისთვის „საქართველო ივანიშვილის და სააკაშვილის გარეშე“ დარქმევას ურჩევს.

,, კაცო, ასეთ შემოტყუებას არ ჯობდა დაგერქმიათ აქციისთვის “საქართველო ივანიშვილის და სააკაშვილის გარეშე?!” – ვიკა ბუკია
ალია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია ოპიზიციის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

,,მე ოპოზიციაზე სტატუსებს არ ვწერ, მაგრამ უბრალოდ ტექნიკური ხასიათის კითხვები მაქვს და იქნებ მიპასუხოთ, არ მაგუგლინოთ? ანუ აქციას ასე ერქვა ,,საქართველო ივანიშვილის გარეშე”? იმიტომ ვკითხულობ, რომ რატომღაც მაქვს ეჭვი, რომ სააკაშვილის მომხრეები არ გამაზავდნენ მაგ აქციას, არა? და მოვიდნენ ნაცები, რომელთაც დაახვედრეს მიშა და ბიძინა ერთად გადახაზულები? სწორად გავიგე რაც მოხდა? გენიალურია.

მაინც დავაზუსტებ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ზაპუტალას. ანუ აქციაზე დაუძახეს ხალხს, ვისაც უნდა საქართველო იყოს ივანიშვილის გარეშე და აქციაზე მოვიდნენ სააკაშვილის მომხრეები და დაახვედრეს ბანერი, სადაც სააკაშვილი გადახაზულია?

კაცო, ასეთ შემოტყუებას არ ჯობდა დაგერქმიათ აქციისთვის “საქართველო ივანიშვილის და სააკაშვილის გარეშე” და ვინ იცის იქნებ იხუვლებდა (თუ როგორც თქვა ხუზმიაშვილმა) მთელი საქართველო და წალეკავდა ქოცებს”

.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,მიუღებელია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის“ – ელენე ხოშტარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები