"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი": შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოებისას ტრაგიკულ შემთხვევას კომპანიის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო
შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოებისას მომხდარ უბედურ შემთხვევას კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, იტყობინება „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" შუქრუთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ.-ის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება.
მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა - მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშაობისას ცვლის უფროსი დაიღუპა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…