პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შუქრუთის მაღაროში ცვლის უფროსი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოებისას კომპანიის ცვლის უფროსი დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

შუქრუთის მაღაროში ცვლის უფროსი დაიღუპა
რადიო თავისუფლება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 29 ნოემბერს მოხდა.

კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაღუპული კომპანიის ცვლის უფროსია.

„ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება. მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გარემოებებში დაიღუპა მაღაროელი. შემთხვევის დეტალებზე კომპანია დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

შუქრუთი მაღაროში, კერძოდ სარკინიგზო მაღაროში, 2026 წლის 25 მარტს დაიღუპა კიდევ ერთი მაღაროელი. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ "მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია". მათი ცნობით, "თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
  3. ალიაოპოზიციურიჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები