პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჯაშუშური სკანდალი თუ სიყვარულის ისტორია - Nvidia-ს დამფუძნებელ ჯენსენ ჰუანგის პირადი ურთიერთობა შესაძლოა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქცეს

Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი სკანდალში გაეხვა: ამერიკული დაზვერვა ეჭვობს, რომ ჩინელი ბიზნესმენი ქალი, რომელთანაც მას რომანი ჰქონდა, ჩინეთის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული.

სიყვარულის ისტორია, რომელიც შესაძლოა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქცეს. უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი სკანდალში გაეხვა. ჩინელი ბიზნესმენი ქალი, რომელთანაც მილიარდერს საიდუმლო რომანი ჰქონდა, ამერიკული დაზვერვის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – არსებობს ეჭვი, რომ ქალი ჩინეთის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული.

12 ნოემბერს ჰუანგმა თანამდებობა მხოლოდ 11 დღით დატოვა - დონალდ ტრამპის უშუალო ჩარევის შემდეგ, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ ის კვლავ კომპანიის სათავეში დააბრუნა. Nvidia-ს ჩიპებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკის უპირატესობა გლობალურ ტექნოლოგიურ კონკურენციაში.

Nvidia-ს უმსხვილეს აქციონერებს შორის არიან ამერიკული საინვესტიციო გიგანტები – BlackRock-ი, Vanguard-ი და State Street-ი, რომლებიც ჯამურად კომპანიის აქციების 19%-ს მართავენ.

ავტორი: ნათია ჩეხერია

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯენსენ ჰუანგს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ჩიპების უმსხვილესი ამერიკული მწარმოებელი კომპანიის Nvidia-ს ხელმძღვანელად აღადგინეს, კონგრესში ჩვენების მიცემა მოუწევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები