პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა - მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო

შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოებისას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაზეც დაწყებულია გამოძიება.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა - მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო
იმედინიუსი

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ-ის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება.

მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიშუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
  2. BM.GEოპოზიციურიჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშაობისას ცვლის უფროსი დაიღუპა
  3. რუსთავი 2სამთავრობო"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი": შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოებისას ტრაგიკულ შემთხვევას კომპანიის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები