პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თაკო ჩარკვიანი – გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი, როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი

ფედერალისტებინაციონალური მოძრაობა

თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოსვლა მწვავედ გააკრიტიკა, მას „გაზპრომის ვირთხა“ უწოდა და ტრიბუნიდან ჩამოგდება მოითხოვა. პარალელურად, აქციაზე სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებიანმა ბანერმა ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

თაკო ჩარკვიანი – გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი, როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი
პირველი არხი

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჩერგოლეიშვილს „გაზპრომის ფედერალისტს“ და „გაზპრომის ვირთხას“ უწოდებს.

ამასთან, როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, ყველას ახსოვს, რომ ჩერგოლეიშვილი ყოფილი ხელისუფლების დროს „გადასარევად გრძნობდა თავს“.

„გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი. როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი. ვაი იმ უტვინოს, ან ამ „თაღლითისნაირს“, ვინც ვერ ხვდება, ეს დუპლეტი ვინ არის და ვის დავალებას ასრულებს ქმართან – ბოკერიასთან ერთად, ეს „გაზპრომის“ ვირთხა. უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა ქმარი და პასუხი რომ არასოდეს მოსთხოვეს „ჩადენილზე“ ამ საბოტაჟის მომწყობს, ახლა რომ გაჰკივის ეს ქალი, ავტოკრატია იყოო ყოფილი ხელისუფლების დროსო. ანუ, მე და ჩემი ქმარი ვიყავით ავტოკრატებიო. ყველას ახსოვს, რომ ეს ჩერგო გადასარევად გრძნობდა თავს. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ჰქონდა მის ქმარს და თუ ვინმე ეზიზღებოდა ხალხს, ეს სწორედ ბოკერიაა. ადამიანები ხელს სწორედ ბოკერიას ადებდნენ ციხის ბუნტის, თუ სხვა პატიმრების საქმეებში (დევს სასამართლო ჩვენებები ღიად) საბოტაჟში დებდნენ ბრალს ადამიანები, ხოლო ამ თაღლითი ჩერგოლეიშვილის პროტესტი კი, არ მახსენდება. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ავტოკრატია იყოო ახლა რომ გაჰკივის, „გრიალი“ და მის მიერ „გაზპრომიდან“ აღებული „მაყუთი“ კი გვახსოვს. არავის უხდის პუტინის „გაზპრომი“ ფულს ისე, ტყუილ-უბრალოდ არავის ამდიდრებს ოკუპანტი. ფაქტობრივად გუშინ აქციაზე ამ ქალმა თქვა, ავტოკრატი ვარო, ჰოდა, წაეთრიონ უნდა პოლიტიკიდან ავტოკრატები, რომ იყვნენ ეს და მისი ქმარი ბოკერია. ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა ქალმა აქციაზე – ავტოკრატები ვიყავით მე და ჩემი ქმარიო, აი ეს თქვა ამ „გაზპრომის ფედერალისტმა“, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში თაკო ჩარკვიანი ასევე წერს: „ისე, ერთი სიკეთე კია, ამ ჩერგო-ბოკერიამ გუშინ (ვფიქრობ, საბოლოოდ ) ამ მავნებლური ბანერით – რუსეთის საამებელი ბანერით დაასრულეს თავიანთი ბინძური, მრავალწლიანი პოლიტ „მოღვაწეობა“ (თან უტვინოც აღმოჩნდა და ვერ გათვალა) და ყველა ის „მოლიდერო“ პოლიტიკანი მათთან ერთად დასრულდება, ვინც ამ „გაზპრომის ვირთხებთან“ ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ წუმპეში გორაობას. სრულიად საქართველო, „იმისტი და ამისტი“ თანხმდება რომ ეს ცოლ-ქმარი ნადეჟდა კრუპსკაია და ლენინივითაა. ზოგი ჭირი მარგებელიაო“.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური,,გააძევეთ და “ჩამოაგდეთ” ტრიბუნიდან ეს “გაზპრომის ვირთხრა” ჩერგოლეიშვილი!!!“ – თაკო ჩარკვიანი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ფედერალისტების“ ბანერს და ენმ-თვის სიტყვის არმიცემას ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები მოჰყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები