შალვა პაპუაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ ფაილებზე: 2024 წელს, არჩევნების წინ რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი და ეს თემა საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ხილვადი, ამ ქსელს, რომელმაც იმუშავა 2024 წელს, სწორედ ეს გავლენა ექნებოდა, რომ ამომრჩეველს შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას და საქართველოში უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო მარიონეტებს დასვამდა ხელისუფლებაში
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონი რომ არ მიეღოთ, USAID-ის ქსელი ამომრჩეველს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა და ხელისუფლებაში უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო მარიონეტებს დასვამდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს იმ შესაძლო შედეგზე, რომელიც გამჭვირვალობის კანონის არმიღების შემთხვევაში დადგებოდა. შალვა პაპუაშვილი ამ შესაძლო შედეგზე USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ფაილებზე დაყრდნობით მსჯელობს.
„ამ დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში. შეგახსენებთ, 2024 წელს, არჩევნების წინ რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი და თავად ეს თემა საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ხილვადი, ამ ქსელს, რომელმაც იმუშავა 2024 წელს, სწორედ ეს გავლენა ექნებოდა, რომ ამომრჩეველს შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას და საქართველოში უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო მარიონეტებს დასვამდა ხელისუფლებაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, გასულ კვირაში ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…