თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: დიახ კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ სიტყვის გამოსვლის შეზღუდვას ეხმაურება და აცხადებს: „თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება“.

დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება, - წერს სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.
კერძოდ, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, აქციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ბანერები გაშალეს. ბანერების ნაწილს ეწერა - „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, ბანერების ნაწილს კი - „თავისუფლება მიშას“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აინტერესებს, იდგა თუ არა მათი აკრძალვის გადაწყვეტილების უკან თამარ ჩერგოლეიშვილი, რაზეც ადრესატი, „ფედერალისტების“ ლიდერი პასუხობს, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.
„დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება.
ანუ გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია.
ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით.
ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, - წერს იგი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი – კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება, ან თქვენს პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში „შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა - ეს გვჭირდება გასამარჯვებლად
,, დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას” – ჩერგოლეიშვილი
ჩერგოლეიშვილი: საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს, ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…