ირაკლი ფავლენიშვილი: წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდს და პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების ფუფუნება. აქციაზე ენმ-ის წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდს და პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.
კერძოდ, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, აქციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ბანერები გაშალეს. ბანერების ნაწილს ეწერა - „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, ბანერების ნაწილს კი - „თავისუფლება მიშას“.
ფავლენიშვილის თქმით, აქცია ალიანსის დაგეგმილი არ იყო და ამიტომ წინააღმდეგობის მიტაცება ვერ და არ გამოვა.
„ეს ხალხი დაინტერესებული იყო იქ სიტუაციის არევით. აქ მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი ფავლენიშვილი - „ალიანსმა“ ხაზგასმით უნდა თქვას, ემიჯნება თუ არა გამიზნულ პროვოკაციას და გააკეთოს განცხადება გადაწყვეტილებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სიტყვით არ უნდა მიმართონ ადამიანებს
ირაკლი ფავლენიშვილი – წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს ფუფუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, ვინ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორებას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…