ყველამ ვიცით, ვინ იგულისხმება თვითნებურად დაკავებულთა შორის. მშვიდობიანი აქციების მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - ირაკლი ფავლენიშვილი
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „თვითნებურად დაკავებულთა“ სიაში მშვიდობიანი აქციების მონაწილეები და პოლიტიკური ლიდერები იგულისხმებიან, რაც ყველასთვის ცნობილია და სახელების სიის შედგენა საჭირო არაა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ზურაბაშვილი-ჰერჩინსკის შეხვედრას აფასებდა.
საუბარია შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ ეთხოვა იმ პირთა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, ვინც "თვითნებურად დაკავებულთა" შორის იგულისხმებიან.
ფავლენიშვილის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, ვინ იგულისხმება დაკავებულებში. მისი თქმით, კონკრეტული სახელებითა და გვარებით სიის შედგენა საჭირო არ არის, რადგან ეს ისედაც ცნობილია.
"ყველამ ვიცით, ხომ, ვინ იგულისხმება. სამშვიდობო, მათ შორის, როცა ვსაუბრობთ ჩვენ დაკავებულებზე, მშვიდობიანი აქციების მონაწილეები, რომლებიც დააკავეს ბოლო ორი წლის თუ სამი წლის განმავლობაში, მათ შორის, იგულისხმებიან პოლიტიკური ლიდერები. ყველამ იცის ეს და ახლა არ ვიცი, კონკრეტული სახელი და გვარებით სია უნდა შეადგინოს? ისედაც ცნობილია, ისედაც ბევრი რეზოლუცია არსებობს. გითხარით, თვითნებურად დაკავებულები ვინ არიან, ყველა ვხვდებით და ბრიუსელის მაგივრად ნამდვილად ვერ გიპასუხებთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…