პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

28-ში უნდა შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს - ირაკლი ფავლენიშვილი

ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს 28 ნოემბერს ავლაბრის მეტროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და ძალაუფლების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის.

28-ში უნდა შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს - ირაკლი ფავლენიშვილი
TV პირველი

“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა საკუთარ მხარდამჭერებს 28 ნოემბერს, ავლაბრის მეტროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და ამისთვის კი ყველა უნდა შეიკრიბოს, რათაც აჩვენონ რომ ვერ გატეხეს და ვერ დააშინეს ხალხი.

ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც, რომ ტრადიციულ მარშს, შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე, მათ შორის იცით, რომ ჩვენი პატრიოტები, ასევე ჩვენი თანამებრძოლები შეიკრიბებიან თსუ-თან იმავე დროს და ერთად დავიძრებით თავისუფლების, ერთ დროს დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ. ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის 2 წლის წინ, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, შეცვალეს კონსტიტუცია და განახორციელეს უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები, თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ დროს ჩვენ არ გავტყდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და უკვე მკაფიო ნიშნებია იმის, რომ გატეხვით ტყდება ივანიშვილის რეჟიმი — ერთმანეთი დაასმინეს, ერთმანეთი დაიჭირეს, ერთმანეთს ესროლეს და ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, ჩვენ უნდა შევიკრათ, ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა იმ ბანდას, რომელმაც მიიტაცა ეს ძალაუფლება და რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის უბოროტეს მტერს, კრემლს და რუსეთს.

ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს და პირიქით, ჩვენ კვლავინდებურად გავალთ რუსთაველზე, კვლავინდებურად გავალთ თავისუფლების მოედანზე და დავანახებთ ჩვენს სიმრავლეს და ჩვენს ძალას ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

და რა თქმა უნდა, რეჟიმი, რომელიც ებრძვის ქართულ ეკლესიას, რეჟიმი, რომელიც ქართველებისგან ცლის საქართველოს, რეჟიმი, რომელიც აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც თაღლითობის ცენტრად აქცია საქართველო და რომელმაც ქართველებს დაუკარგა პერსპექტივა ამ ქვეყანაში — ეს რეჟიმი უნდა მოშორდეს და ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა და უნდა გაგრძელდეს აღმშენებლობის პერიოდი ამ ქვეყნის ისტორიაში. ამიტომაც მოგიწოდებთ ყველას, ყველა საქართველოს პატრიოტს, ვინც გვეთანხმება, გამოდით, ავლაბრის მეტროსთან საღამოს 7 საათზე, ხვალ გელოდებით ყველას, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა ფარულავა – საზოგადოებას ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვესაუბრებით და ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს ბათუმში, თუმცა საბოლოო სიტყვას მხოლოდ ევროპული სასამართლო იტყვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები