ტიერი ანრიმ პრემიერლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
ტიერი ანრიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტად ლონდონის არსენალი დაასახელა. ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ლონდონელები კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მეტ სტაბილურობას ავლენენ.

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ, ინგლისის პრემიერ ლიგაში საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა.
"ამჟამად მხოლოდ ერთი გუნდი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მატჩების გაკონტროლება შეუძლია და ეს არსენალია. მთელი სეზონის განმავლობაში მუდმივად განვიხილავთ ახალ პრეტენდენტებს. თავდაპირველად ბევრი მიიჩნევდა, რომ ლონდონელებს ტიტულისთვის პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავდათ.
შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო და ყველა ფავორიტად მათ მიიჩნევდა. თუმცა ახლა გუნდს ზედიზედ ოთხი შეხვედრაა არ მოუგია, მთავარ პრეტენდენტად კი "ლივერპული" გამოჩნდა. ამავდროულად, ნაკლებად საუბრობენ "ბრაიტონზე", რომელსაც ასევე აქვს ტიტულის მოგების შანსი.
რა თქმა უნდა, შეიძლება გავიხსენოთ "ბრაიტონთან" მატჩი ან "ნიუკასლთან" შეხვედრის მეორე ტაიმის 25-წუთიანი მონაკვეთი. თუმცა მთლიანობაში ყველაზე მეტი სტაბილურობა სწორედ "არსენალმა" აჩვენა. მისი კონკურენტები ხან წინა პლანზე გამოდიან, ხან კი უკან იხევენ. რთულია იმის თქმა, საბოლოოდ ვინ მოიგებს ტიტულს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე საიმედოდ სწორედ ლონდონელები გამოიყურებიან", - ციტირებს ანრის სიტყვებს FourFourTwo.
ამჟამად "არსენალი" პრემიერ ლიგას ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "ბრაიტონს" ექვსი ქულით უსწრებს. "მეთოფეები" დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე, "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…