"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
ტიერი ანრიმ უარყო ლამინ იამალის მიმართ „ოქროს ბურთის“ ცერემონიალზე გაკეთებული ხუმრობის ნეგატიური კონტექსტი. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, მას იამალის წყენინება არ უცდია და ის ესპანელი მოთამაშის დიდი გულშემატკივარია.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ 2026 წლის "ოქროს ბურთის" ცერემონიალზე "ბარსელონას" შემტევის, ლამინ იამალის მიმართ გაკეთებულ ხუმრობაზე კომენტარი გააკეთა.
ესპანელმა ფეხბურთელმა კოპას თასი ზედიზედ მესამედ მოიგო, რის შემდეგაც ანრიმ ხუმრობით ჰკითხა, ნამდვილად ეს ჯილდო სურდა თუ არა, რითაც "ოქროს ბურთზე" მიანიშნა.
იამალმა ანრის ხუმრობაზე გაიცინა და უპასუხა: "ყველაფრის მოგება მინდა!"
ამ ეპიზოდს სოციალურ ქსელებში განხილვა მოჰყვა. ზოგიერთმა გულშემატკივარმა ივარაუდა, რომ ფრანგი ლამინისთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა. ანრიმ ეს ვარაუდები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში უარყო.
"მისი წყენინება ან მისთვის ადგილის მიჩენა არ მიცდია. ლამინ იამალის დიდი გულშემატკივარი ვარ. მესმის, რომ შესაძლოა ჩემი ხუმრობა არ მოგეწონათ, მაგრამ ნუ მომაწერთ ისეთ განზრახვას, რომელიც არ მქონია.
ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლის თამაშის სანახავადაც ფულს გადავიხდიდი. ის ძალიან მიყვარს“, - ციტირებს ანრის Footmercato.
შეგახსენებთ, წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საბოლოოდ მიუნხენის "ბაიერნისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა მოიგო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…