პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] ბითაძე ძირითად ხუთეულში და 33 წუთი მოედანზე - "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

გოგა ბითაძე მიმდინარე სეზონში პირველად „ორლანდო მეჯიქის“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამარჯვებულ მატჩში 33 წუთში 4 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. „ორლანდომ“ მეტოქე ანგარიშით 116:91 დაამარცხა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" სტუმრად 116:91 დაამარცხა.

"მეჯიქის" რიგებში მიმდინარე სეზონში პირველად გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 4 დაფარება, 11 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მოაგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა. "ორლანდოს" გერმანელმა ლიდერმა 30 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.

"ორლანდო" 8 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 30 ნოემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები