პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კანადას რუსი სპორტსმენების ქვეყანაში შეშვებაზე უარის თქმის გამო ცურვისა და წყალში ხტომის შეჯიბრებების მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს

World Aquatics-მა კანადას რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ქვეყანაში შეშვებაზე უარის თქმის გამო ორი ტურნირის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.

კანადას რუსი სპორტსმენების ქვეყანაში შეშვებაზე უარის თქმის გამო ცურვისა და წყალში ხტომის შეჯიბრებების მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს
იმედინიუსი

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ (World Aquatics) კანადას ორი ტურნირის ჩატარების უფლება ჩამოართვა იმის გამო, რომ ქვეყანამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეშვებაზე უარი განაცხადა. ფედერაციაში განაცხადეს, რომ გაითვალისწინეს კანადის მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, რუს და ბელარუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ, თუ ისინი კანადური მხარის პირობებით ნეიტრალური სტატუსით არ იასპარეზებენ.

ამასთან დაკავშირებით, შეჯიბრებების კალენდარში შემდეგი ცვლილებები შევიდა:

2027 წლის წყალში ხტომის მსოფლიო თასის პირველი ეტაპი, რომელიც 2027 წლის 25-28 თებერვალს უნდა გამართულიყო, იმავე ვადებში მექსიკაში გადაინაცვლებს;

2027 წლის სინქრონული ცურვის მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპი, რომელიც 2027 წლის 29 აპრილიდან 1 მაისამდე უნდა ჩატარებულიყო, ახალი მასპინძელი ქვეყნის მოძიებამდე კალენდრიდან ამოღებულია.

World Aquatics-ში აღნიშნეს, რომ „კვლავ ერთგულნი რჩებიან“ პრინციპებისა, რომლებიც გულისხმობს „პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი, ინკლუზიური და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი საერთაშორისო შეჯიბრებების“ ჩატარებას.

2026 წლის აპრილში World Aquatics-მა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2022 წელს დაწესებული შეზღუდვები მოუხსნა და თავისი ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე დროშითა და ჰიმნით ასპარეზობის უფლება მისცა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნორვეგიამ, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზეზით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს იმ შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა, რომლებსაც ქვეყანა უმასპინძლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები