პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ფრთხილად იყავით!" - ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

ტიერი ანრიმ მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად დაასახელა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, გუნდი ყოველ კვირას უმატებს და პსვ-სთან 5:1 გამარჯვების შემდეგ კონკურენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

"ფრთხილად იყავით!" - ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
სპორტალი

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, მადრიდის "რეალის" თამაში შეაქო და განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ყალიბდება.

ანრი მადრიდელთა ასპარეზობით ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, პსვ-სთან (5:1) გამარჯვების შემდეგ აღფრთოვანებული დარჩა. მისი აზრით, "სამეფო კლუბი" ყოველ მომდევნო კვირას უფრო ძლიერ ფეხბურთს აჩვენებს და თუ ამ ტემპით გააგრძელებს, ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის მოგებისთვის ბრძოლაში სერიოზული ძალა იქნება.

"რეალმა“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. გუნდი ყოველ მომდევნო კვირას უფრო ძლიერდება. მადრიდში რაღაც ხდება, ფრთხილად იყავით!

რამდენიმე თვის წინ ვინისიუსს მიწასთან ასწორებდნენ, ახლა კი შეხედეთ, როგორ თამაშობს"- განაცხადა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში

შეგახსენებთ, რომ პსვ-სთან გამარჯვების შემდეგ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ხუთი ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მადრიდელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვეს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები