"არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
ლონდონის „არსენალმა“ პრემიერლიგის მეცხრე ტურში „ლივერპული“ სტუმრად 0:1 დაამარცხა და „ენფილდზე“ 2012 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი კაი ჰავერცმა მე-16 წუთზე გაიტანა.

პრემიერლიგის მეცხრე ტურში „ლივერპული“ სახლში „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა.
„არსენალმა“ 2012 წლის შემდეგ „ენფილდზე“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძელთა გუნდის კარს ალისონი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.
„არსენალი“ 24 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პრაღაში „სლავიასთან“ ჩაატარებს.
„ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ წააგო, 15 ქულით მე-5 პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას 4 ნოემბერს გამართავს - ჩემპიონთა ლიგაზე სტამბოლში „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - არსენალი 0:1
გოლი: ჰავერცი (16)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…