პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"მტრის საქმის კეთებაა“ – ექსპერტები კობახიძის განცხადებას აკრიტიკებენ

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების წილი 18%-ია და არა 20%, ექსპერტები აკრიტიკებენ და რუსული პროპაგანდის გამართლებად აფასებენ.

"მტრის საქმის კეთებაა“ – ექსპერტები კობახიძის განცხადებას აკრიტიკებენ
TV პირველი

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას ექსპერტები ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის კონტექსტში განიხილავენ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკა რუსეთის პასუხისმგებლობის შემცირებასა და ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების წინა ხელისუფლებისთვის გადაბრალებას ემსახურება.

ექსპერტი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები რუსული პროპაგანდის გზავნილებს ეხმიანება და ბორდერიზაციის პროცესის გამართლებას ემსახურება. მისივე შეფასებით, ხელისუფლების რიტორიკა მოსკოვთან ურთიერთობის გააქტიურების აუცილებლობის წარმოჩენასაც ისახავს მიზნად.

ოკუპანტი სახელმწიფოს საქმის გაკეთებაა ის, რასაც ირაკლი კობახიზე ახდენს ერთიხ მხრივ, ისტორიის გაყალბებიტ და გადაწერით, რადგან გეორგიევსკის ტრაქტატიც საკმარისია ამ მაგალითისთვის და მეორეს მხრივ, იმ რუსული პროპაგანდისთვის, რითაც ამართლებს ის ბორდერიზაციას, ქართული მიწების მავთულხლართებით შემოღობვას, ქართველი ხალხის გამწარებას. დათა პაპას ისტორიაც საკმარისია ამისთვის. ახლა, ჩორჩანას საგუშაგო და ჩორჩანას ტყე ამოვარდნილია ამ ძველი რუკების პრინციპიდან, ბრალდება ეს არა რუსეთს, არამედ მისივე არჩეულ პრემიერ გახარიას და რაც შეეხება პროცენტების კლებას, 20 თუ 18, ესეც არის კიდევ ერთხელ იმის ჩვენება თუ რამდენად არ არის რუსი ცუდი და რატომ არის აუცილებელი მოსკოვში მისი სპეცწარომადგენლის წასვლა. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად მტრის საქმის კეთება კობახიძის მხრიდან და კიდევ ერთი კაპიტულანტური ნაბიჯი მოსკოვში ზურაბიშვილის ვიზიტი, - ამბობს თეონა აქუბარდია.

თამთა მიქელაძე კი ყურადღებას ხელისუფლების მხრიდან რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის უგულებელყოფაზე ამახვილებს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მოლოდინი, რომ მოსკოვთან ურთიერთობის დათბობითა და კომპრომისებზე წასვლით მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევს, არარეალისტურია და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მათ ენაში მხოლოდ წინა ხელისუფლების მიმართ ბრალის წაყენების რიტორიკა ჩანს და ისინი პრაქტიკულად გამორიცხავენ ამ პროცესში რუსული იმპერიალიზმის და რეგიონის მიმართ რუსეთის ისტორიული პრეტენზიებისა და ინტერესებისა და გავლენების საკითხს. ახლაც ისინი ამას ლაპარაკობენ როგორც ძველ მემკვიდრეობას, რომელიც მათ, თითქოს, წინა ხელისუფლებისგან გადმოეცათ. "ქართული ოცნების" მოლოდინია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობით, გარკვეულ კომრომისებზე წასვლით, ისინი რუსეთთან მიაღწევენ რაღაც მნიშვნელოვან შეთანხმებებს, მაგრამ ეს მოლოდინი არის სრულიად აბსურდული და პრაქტიკულად ქვეყნის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა, - თამთა მიქელაძე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეალური მაჩვენებელი 18%-ია და არა 20%, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არ იცის, თავის დროზე რატომ დამრგვალდა ეს მაჩვენებელი, თუმცა მიიჩნევს, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებისას ოკუპირებული ტერიტორიების დამრგვალება არასწორია. მისი შეფასებით, 20%-იანი მაჩვენებლის დამკვიდრებაც იმ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, რომელიც წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჰქონდა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცნობილი გამონათქვამია, რომ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, 18%-ია - ირაკლი კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები