ცოტნე ანანიძე: ორთვიანი მზადების შემდეგ, დაახლოებით 7 000 მომხრე და ოპოზიციის ტრადიციული ფიასკო - შედეგებს ხან ქართველ ხალხს აბრალებენ, ხან ერთმანეთს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს გამართულ აქციას „ტრადიციულ ფიასკოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ ორთვიანი მზადების შემდეგ მხოლოდ 7 000 მომხრის შეკრება შეძლო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას ტრადიციულ ფიასკოს უწოდებს.
ანანიძის შეფასებით, არასასურველ შედეგებს ოპოზიცია ხან ქართველ ხალხს აბრალებს, ხან - ერთმანეთს.
„ორთვიანი მზადების შემდეგ, დაახლოებით 7 000 მომხრე და ოპოზიციის ტრადიციული ფიასკო. შედეგებს ხან ქართველ ხალხს აბრალებენ, ხან ერთმანეთს,” - წერს ცოტნე ანანიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…