ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი ცოტნე ივანიშვილია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა
ნინო ფოჩხუას განცხადებით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და სტუდენტების სრული დაფინანსების „სულის ჩამდგმელი“ ცოტნე ივანიშვილია.

ექსპერტი ნინო ფოჩხუა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს ეხმაურება, რომლის განცხადებითაც, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს და ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ეს შესაძლებლობა ეძლევათ.
ფოჩხუას მიაჩნია, რომ ეს არის ქვეყნისთვის საქმის კეთება და არა თვლა რუსთაველზე სეირნობის დღეების.
"დღეს განათლების მინისტრმა მეტად მნიშვნელოვანი ამბავი ამცნო საზოგადოებას. ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, სადაც ჩვენს სტუდენტებს სრული დაფინანსება ექნებათ. ეს არის ქართველი ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობა, გაიღრმავონ განათლება ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში.
ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა. უკვე მიმდინარე წლიდან მე-12 კლასის კურსდამთავრებულები შეძლებენ განაცხადის შეტანას და მომდევნო წლიდან კი უკვე მე-11 კლასის მოსწავლეებიც.
აი, ეს არის ქვეყნისთვის საქმის კეთება და არა თვლა რუსთაველზე სეირნობის დღეების", - წერს ფოჩხუა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიაგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას ვიწყებთ - გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს - სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს
გივი მიქანაძე – ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ
მიქანაძე: ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ
გივი მიქანაძე: “ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან – ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა”
საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს - მიქანაძე
გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
გიორგი სოსიაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი
„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე
ცოტნე ივანიშვილის პირადი ჩართულობით განათლების სამინისტრო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…