გივი მიქანაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს - სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ქართველი მოსწავლეები სწავლას სრული დაფინანსებით შეძლებენ, რასაც ნაწილობრივ უნივერსიტეტი, ნაწილობრივ კი საქართველოს მთავრობა დაფარავს. გივი მიქანაძის თქმით, თანამშრომლობა ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით დაიწყო.