ვიქტორ ყიფიანი - სხვადასხვა პროცესის მიუხედავად, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არსებობს ნება, რომ საქართველო განვითარების ნორმალ კურსს დაუბრუნდეს - დღევანდელი თავყრილობა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანისადმი ერთგულების დემონსტრირებაა!
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, რეპრესიული კანონმდებლობისა და უწყებების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიუხედავად, საზოგადოებაში არსებობს ნება, რომ საქართველო ნორმალურ კურსს დაუბრუნდეს.

დღევანდელი თავყრილობა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანისადმი ერთგულების დემონსტრირებაა - ეს არის ჩვენი ერთადერთი არჩევანი! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა განუცხადა.
„რომანტიზებისა და იდეალიზების გარეშე, ფაქტია, რომ სხვადასხვა პროცესის მიუხედავად, რაც გადის რეპრესირებულ კანონმდებლობაზე, შერჩევით სამართალზე, ცალკეული უწყებების მხრიდან ძალაუფლების აშკარად ბოროტად გამოყენებაზე, საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში არსებობს ნება იმისა, რომ საქართველო განვითარების ნორმალ კურსს დაუბრუნდეს. ეს კურსი არის კონსტიტუციური განაწესის გაცოცხლება და მისი ცხოვრებაში გადატანა. ეს არის ჩვენი ერთადერთი არჩევანი", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…