პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძე: “ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან – ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა”

განათლების მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა იწყება, რაც ცოტნე ივანიშვილის პირადი ჩართულობის დამსახურებაა.

გივი მიქანაძე: “ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან – ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა”
POSTV

“ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად, ნომერი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მან აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის შედეგად მოხერხდა.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.

ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს.

შესაბამისად, ჩვენი მონაწილეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას საგამონაკლისო წესით, უკვე წელსვე შეძლებენ. ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხებათ, მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ”, – განაცხადა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
  3. BM.GEოპოზიციურიჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას ვიწყებთ - გივი მიქანაძე
  4. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს - სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს
  5. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძე – ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ
  6. ფორმულაოპოზიციურიმიქანაძე: ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ
  7. TV პირველიოპოზიციურისაქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს - მიქანაძე
  8. ალიაოპოზიციურიგივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
  9. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი სოსიაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი
  10. იმედინიუსისამთავრობო„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება (35-42 ათასი დოლარი) სრულად დაფინანსდება, ხარჯების ნაწილს უნივერსიტეტი, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა აიღებს საკუთარ თავზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები