მიქანაძე: ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ
გივი მიქანაძის განცხადებით, ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა იწყება, რომლის ფარგლებშიც ქართველი მოსწავლეები სრული დაფინანსებით ისწავლიან.

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. მიქანაძის თქმით ეს ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის და პირადი ჩართულობის დამსახურებაა.
მისი თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი საქართველოში აარჩევს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს და სწავლის აღნიშნულ უნივერსიტეტში გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.
მიქანაძის ცნობით, ქართველი მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება, მომდევნო წლიდან კი მე-11 კლასის მოსწავლეებსაც.
"ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.
ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.
ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას, საგამონაკლისო წესით, წელსვე შეძლებენ.
კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება. მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ.
შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან – 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.
შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომს, რაც მათ, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, ან საქართველოში დაბრუნების და თავიანთი პროფილის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მარტივი - კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გადალახავენ დადგენილ კრიტერიუმებს და საერთაშორისო დონის განათლებას მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში მიიღებენ.
საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება, მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, გლობალურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლება – სწორედ ამ მიზნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალში ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითრეალიზების კიდევ უფრო ფართო არეალი შევუქმნათ. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა და სწორედ განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს", - თქვა მიქანაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიაგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას ვიწყებთ - გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს - სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს
გივი მიქანაძე – ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ
გივი მიქანაძე: “ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან – ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა”
საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს - მიქანაძე
გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
გიორგი სოსიაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი
„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…