პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან იწყებს თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ქართველი ახალგაზრდები სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებენ.

გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ინტერპრესნიუსი

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.

კერძოდ, მიქანაძის განმარტებით, თანამშრომლობის ფარგლებში ეს უნივერსიტეტი საქართველოში აარჩევს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს და სწავლის აღნიშნულ უნივერსიტეტში გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება, თუმცა მანამდე, მე-12 კლასის მოსწავლეებს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა წელსვე ექნებათ.

„მიღწეულია შეთანხმება საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს შესაბამისად ჩვენი მონაწილეებისთვის იმოქმედებს შეღავათები და ისინი უნივერსიტეტებში საკონკურსო განაცხადის წარდგენას საგამონაკლისო წესით უკვე წელსვე შეძლებენ. წელს მხოლოდ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეეხება. მომდევნო წელს კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ. შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის ღირებულება 35 ათას ამერიკულ დოლარიდან 42 ათას ამერიკულ დოლარამდე მერყეობს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
  2. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს - სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები