პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს - მიქანაძე

საქართველოს მთავრობა

განათლების მინისტრ გივი მიქანაძის თქმით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, რაც ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა.

საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს - მიქანაძე
TV პირველი

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, რაც, მისივე თქმით, „ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა“.

მიქანაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქართველი მოსწავლეებისთვის გარკვეული შეღავათები იმოქმედებს და მათ მიერ წარდგენილ განაცხადებს სასწავლებელი განსხვავებულ ვადებში განიხილავს.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხებათ, ხოლო მომდევნო წლიდან პროგრამაში ჩართვა მე-11 კლასელებსაც შეეძლებათ.

მიქანაძის თქმით, შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები სრული დაფინანსებით ისწავლიან.

ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.

ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.

ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას, საგამონაკლისო წესით, წელსვე შეძლებენ.

კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება. მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ.

შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან – 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომს, რაც მათ, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, ან საქართველოში დაბრუნების და თავიანთი პროფილის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მარტივი - კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გადალახავენ დადგენილ კრიტერიუმებს და საერთაშორისო დონის განათლებას მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში მიიღებენ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება, მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, გლობალურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლება – სწორედ ამ მიზნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალში ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითრეალიზების კიდევ უფრო ფართო არეალი შევუქმნათ. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა და სწორედ განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს‘‘, – განაცხადა მიქანაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
  3. BM.GEოპოზიციურიჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას ვიწყებთ - გივი მიქანაძე
  4. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლეები სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს - სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს
  5. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძე – ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ
  6. ფორმულაოპოზიციურიმიქანაძე: ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ
  7. POSTVსამთავრობოგივი მიქანაძე: “ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან – ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა”
  8. ალიაოპოზიციურიგივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
  9. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი სოსიაშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე: ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი
  10. იმედინიუსისამთავრობო„ქართველებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საქვეყნო დონეზე. როდესაც სტუდენტი დაბრუნდება, ის საქართველოს განავითარებს“ - მოსწავლეები ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ მეტრეველი: “ცოტნე ივანიშვილი საკუთარი ინიციატივით, პირადი ჩართულობითა და ძალისხმევით ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო დონის განათლებისკენ უხსნის გზას, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები