პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მამაცო ხალხო, ორი წელია უარს ამბობთ დათმოთ დემოკრატია, ევროპარლამენტში თქვენთვის ბრძოლას გავაგრძელებ - გრეგორევა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი ხმების დადუმებას, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და ოპოზიციის აკრძალვას ცდილობს, და მოქალაქეებს ევროპარლამენტში ბრძოლის გაგრძელებას ჰპირდება.

საქართველოს მამაცო ხალხო, ორი წელია უარს ამბობთ დათმოთ დემოკრატია, ევროპარლამენტში თქვენთვის ბრძოლას გავაგრძელებ - გრეგორევა
TV პირველი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ისინი უკვე ორი წელია უარს ამბობენ დათმონ დემოკრატია, თავისუფლება და საკუთარი მომავალი.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაადუმოს დამოუკიდებელი ხმები, გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიებიც კი აკრძალოს.

გრეგოროვა აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი თავს მიტოვებულად გრძნობს, თუმცა მოქალაქეები „სოლიდარობის სიტყვებზე მეტს იმსახურებენ“.

გამარჯობა საქართველოს მამაცო ხალხო, ორი წელია უარს ამბობთ დათმოთ დემოკრატია, თავისუფლება და თქვენი მომავალი. დღეს თქვენი მთავრობა ცდილობს დაადუმოს დამოუკიდებელი ხმები, გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიებიც კი აკრძალოს. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს მიტოვებულად გრძნობს და თქვენ სოლიდარობის სიტყვებზე მეტს იმსახურებთ. თქვენ ევროპაზე ხელი არ აგიღიათ და ჩვენც არასდროს უნდა ავიღოთ ხელი თქვენზე. ევროპარლამენტში თქვენთვის ბრძოლას გავაგრძელებ, თქვენი უფლებებისთვის და მომავლისთვის. სერბეთის ხალხმა დაამტკიცა რომ ცვლილება შესაძლებელია, თქვენი სული საქართველოს საზღვრებს შორს ცდება და იმედს აღვივებს ყველგან. ასე რომ გახსოვდეთ თქვენს გამბედაობას, წინააღმდეგობას აქვს მნიშვნელობა. თქვენი მომავალი თქვენ გეკუთვნით და არა მათ ვინც მოპარვას ცდილობს, საქართველო ევროპაა, - აცხდებს მარკეტა გრეგორევა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვის მოიაზრებენ ევრობიუროკრატები თვითნებურად დაკავებულთა შორის - კითხვა ისევ უპასუხოა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები