ლაშა ფარულავა - აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა - ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ეკლესიასთან, რადგან უნდა, ეს ქვეყანა კაზინოდ აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეკლესიასთან დაპირისპირება დაიწყო ქვეყნის კაზინოდ გადასაქცევად, და საზოგადოებას 19:00 საათზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მან საზოგადოებას დღეს, 19:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ვეღარ მართავს, ქვეყანას მართავენ კრიმინალები. სისტემური და სისტემატურია კორუფცია. ივანიშვილმა და მისმა „კლერკმა“ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის კარი დახურეს, ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი თბილისში დახურეს. 2 წელია, ჩვენი თანამოქალაქეები ამ კარის გაღებას ცდილობენ. რეპრესია, ტერორი ყოველდღიურად იქცა, პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები - ციხეში. სტუდენტები, ახალგაზრდები, ექიმები, მსოფლიო საოპერო ბანი, პრეზიდენტი - ყველანი ციხეში არიან და ამ დროს, ქვეყანა თავზე გვექცევა. ბიძინა ივანიშვილის პირობებში იზრდება ფასები, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, თუ გაიცინებ - მოგკლავენ, თუ გაიხუმრებ - გცემენ. ყოველდღიურ მთავარ პრობლემად იქცა ნარკოდანაშაული, ნარკობარიგების ქვეყნად იქცა საქართველო, თაღლითური „ქოლცენტრები“ გუგუნებს, მთელმა მსოფლიომ კარი დაგვიხურა, ქვეყანა იზოლაციაში მოექცა. ახლა არის გაღვიძების დრო, ახლა არის გაერთიანების დრო, ახლა აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა არის მოქმედების დრო. ჩვენ, ყველამ ერთად, მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე. ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არის ქრისტიანული ევროპა, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არასდროს ყოფილა აზია, არ ყოფილა არაბული ქალაქები, არ ყოფილა ჩინეთი. ჩვენი არჩევანი, ბუმბერაზი ქართველების არჩევანი, ყოველთვის იყო ქრისტიანული ევროპა, ჩვენი ეკლესია. ჩვენი წინაპრები ამ გზაზე იდგნენ და ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ. დღეს, ყველანი ავლაბრის მეტროსთან ვიკრიბებით 19:00 საათზე, მეორე ლოკაცია არის თსუ, ყველას უნდა დავანახოთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ფარულავამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…