პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია

საქართველოს მთავრობა

ლიზა გეგეჭკორის განცხადებით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ქართველი ახალგაზრდების სწავლას უნივერსიტეტი და საქართველოს მთავრობა სრულად დააფინანსებენ, რის უკანაც ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა დგას.

ლიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია
რუსთავი 2

ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით. ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ცოტნე ივანიშვილმა, გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. გეგეჭკორი აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ვერავის გაუკვირდება.

"წელიწადში 35-დან 42 ათას დოლარამდე - ზუსტად ამდენი ღირს სწავლა აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ტოპ-11 უნივერსიტეტში. დღეიდან კი ნიჭიერი ქართველი მოსწავლეებისთვის ეს უზარმაზარი ფინანსური ბარიერი აღარ არსებობს!

ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით:

* ვის შეუძლია მონაწილეობა: წელს მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს განსაკუთრებული წესით, მომავალი წლიდან კი კონკურსში მე-11 და მე-12 კლასელებიც ჩაერთვებიან.

* მთავარი კრიტერიუმები: მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა და ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული შედეგები.

* დაფინანსება: სწავლის სრულ ღირებულებას თავად უნივერსიტეტი და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ფარავენ.

ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას. როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, სწორედ ცოტნეს აკადემიურმა გამოცდილებამ და უშუალო შუამავლობამ ჩაუყარა საფუძველი ამ ისტორიულ თანამშრომლობას - ცოტნემ თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია.

აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს ცარიელი ლოზუნგებით კი არა, მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ძალიანაც რომ მოინდომოს ვერავის გაუკვირდება. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ნასწავლი თითოეული ქართველი, ხვალ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარების პირდაპირი გარანტიაა!" - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოლიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძე – ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები