პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე: დანიურ მხარესთან გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში. ძალიან ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი და შეხვედრები ყოველთვის საჭიროა. საბოლოო ჯამში, შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო

საქართველოს პარლამენტი

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დანიაში ვიზიტისას საუბარი შეეხო ქართული მხარის წუხილებს ევროკავშირთან დაკავშირებით, მათ შორის არჩევნებში ჩარევასა და პოლიტიკური დიალოგის დახურვას, რაც დანიური მხარისთვის სიახლე იყო.

ნიკოლოზ სამხარაძე: დანიურ მხარესთან გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში. ძალიან ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი და შეხვედრები ყოველთვის საჭიროა. საბოლოო ჯამში, შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო
იმედინიუსი

„დღეს დასრულდა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დანიაში. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც დანიის პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. გვქონდა ასევე მოხსენება საქართველოს შესახებ კოპენჰაგენის მერიაში, რომელსაც დაესწრნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, საპარლამენტო დელეგაციამ დანიურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მისი განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემური საკითხები არ დგას, თუმცა მთავარ გამოწვევად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი რჩება.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ დანიურ მხარეს საქართველოში არსებული პროცესების შესახებ. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრობლემური საკითხები, თუმცა მთავარი პრობლემური საკითხი, რომელიც არის, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და ევროკავშირის მიერ პოლიტიკური დიალოგის დახურვა.

ჩვენ გვქონდა საუბარი იმ წუხილებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზე, მათ შორის დემონსტრაციებთან დაკავშირებით, მათ შორის ეგრეთ წოდებულ თვითნებურად დაკავებულ პირებთან დაკავშირებით და ამის შესახებ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დანიურ მხარეს.

ძალიან ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო, რაც ადასტურებს, რომ დიალოგი და შეხვედრები ყოველთვის საჭიროა. ჩვენ ასევე ვთხოვეთ მათ, რომ ევროკავშირის დონეზე მოითხოვონ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განხილვა და მათ შორის ყველა იმ პრობლემურ საკითხზე დიალოგის ჩატარება, რომელსაც ისინი მიიჩნევენ პრობლემურად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როგორც პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ჩვენ ასევე მოვიწვიეთ დანიელი პარლამენტარები ვიზიტით საქართველოში“,- განაცხადა სამხარაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები