პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, დანიაში ვიზიტისას კოლეგებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ „რიგ შემთხვევებში უსამართლო დამოკიდებულებების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ირაკლი შატაკიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, რომ დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მშვიდობის დაცვის პოლიტიკის მნიშვნელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

როგორც შატაკიშვილმა აღნიშნა, ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ნაყოფიერია, რათა პარტნიორებმა ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და მომავალში არსებულ ვითარებაზე ობიექტური წარმოდგენა ჰქონდეთ.

„როგორც მოგეხსენებათ, ვიმყოფებით დანიის სამეფოში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან დანიის პარლამენტიდან და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდით. მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებულად კი, რა თქმა უნდა, შევეხეთ საქართველოს მიერ მშვიდობის დაცვის პოლიტიკის მნიშვნელობას და ასევე ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზრდას. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს როლს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის პროცესში. დაინტერესება იყო ძალიან დიდი. კოლეგებს მივაწოდეთ ჩვენ ასევე ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ რიგ შემთხვევებში უსამართლო დამოკიდებულებების შესახებ და ასეთი ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ჩვენს კოლეგებთან არის ყოველთვის ნაყოფიერი იმისათვის, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია პირველწყაროსგან და მომავალში ჰქონდეთ მათ ობიექტური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. ვიყენებდით, გამოვიყენებთ და მომავალშიც აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას და შესაძლებლობას იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მნიშვნელობის შესახებ და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა შატაკიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი შატაკიშვილი: „ევრობიუროკრატები და რადიკალური, ე.წ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს საქართველოს იზოლაციაში მოქცევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ბოლო პერიოდის ვიზიტები საპირისპიროზე მეტყველებს. საბოლოოდ ყველა ქვეყანა საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან ამოდის, ამიტომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობითა და შუა დერეფნის დაკავშირებადობის ფუნქციით, საქართველოსთან პარტნიორობა მათთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები