შალვა პაპუაშვილი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებების გარემოს, რაც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებით დადასტურდა საქართველოში უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელის არსებობა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია იყვნენ ჩართულნი და რომელსაც ევროკავშირი არჩევნებში ჩასარევად იყენებდა.

ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებების გარემოს, რაც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, რაზეც მთავრობა საუბრობდა დღეს დადასტურდა თავად აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც წინა ადმინისტრაციის დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.
„დადასტურდა, რომ USAID-ის დაფინანსებით მსოფლიოში და საქართველოშიც იქმნებოდა უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელი და რომ ასეთი ქსელი საქართველოში შეიქმნა, ამ ქსელში ჩართული ჰყავდათ ყველასთვის ცნობილი მდიდარი ენჯეოები, მედია და ე.წ. ექსპერტები, აქტივისტები.
ამ ქსელის ამოცანა იყო მათი დამფინანსებლისთვის სასარგებლო ნარატივების გავრცელება და ის ინფორმაცია, რომელიც არ იყო სასურველი მათი დამფინანსებლისთვის, ამ ინფორმაციის მიჩქმალვა. ამაში ჩართული ჰყავდათ Facebook-ი, Instagram-ი, tweeter-ი და YouTube-ი, რომლებიც პირდაპირ აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის დავალებით შლიდნენ კონტენტს, რომელიც მიუღებელი იყო წინა ადმინისტრაციისთვის, მის ხილვადობას ხელოვნურად აფერხებდნენ და მთლიანად შლიდნენ ზოგიერთ პროფილებს და გვერდებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, USAID-ის შემთხვევაში იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებდა და დანაშაულში ჩართული ჰყავდა ადგილზე რეკრუტირებული და გადაბირებული ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ჩართული იყვნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებში.
„ახლა ეს ყველაფერი აშკარაა, ვიცით ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყვნენ ჩართული. მათ შორის ე.წ. „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“, რომელსაც ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი კურირებდა, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ბრიტანული კომპანია, რომელშიც ჩართული იყო თამარ კინწურაშვილის, სერგი კაპანაძის, გიორგი კანდელაკის ენჯეოები, მთელი ნაც ელიტა, რომელიც უცხოეთს დაკვეთით მუშაობს. ჩართული იყო ISFED-ი და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს წინააღმდეგ.
ამ ქსელი გაცხადებული მიზანი იყო ადამიანების დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ქსელი, რომელიც გამოიყენებოდა უცხოური საინფორმაციო თავდასხმისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ქსელს იყენებდა ევროკავშირი და ეს დასტურდება 2022 წლის არჩევნების წინ, რომ ამ ქსელის გამოყენებით ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩარეული იყო არჩევნებში და ეწეოდა საარჩევნო აგიტაციას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ 13 ენჯეოს წარმომადგენელმა უნდა თქვას იცოდნენ თუა არა ის ყველაფერი, რაც გამოქვეყნდა.
„დღეს შეგვიძლია ორი რამ ვთქვათ, ამ 13 ენჯეოს თანამშრომლები და მათი ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ ასეთ ქცევაში საქართველოს წინააღმდეგ, იცოდნენ თუ არა ეს? ისინი ან ხელმოწერილი აგენტები არიან უცხოური სახელმწიფოების და სპეცსამსახურების, ან სასარგებლო იდიოტები.
ახლა უნდა გვითხრას ამ ენჯეოს თითოეულმა წარმომადგენელმა, როდესაც ამას აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, იცოდნენ თუ არა, რომ ამ ქსელის ნაწილი იყვნენ და არიან ხელმოწერილი აგენტები, თუ არიან სასარგებლო იდიოტები?
კიდევ ერთხელ გამოვლინდა ევროკავშირის და მისი ელჩის უდიდესი სირცხვილი და შავი ლაქა, რადგან დასტურდება, რომ ის იყენებდა UDAID-ის მიერ შექმნილ უცხოურ საინფორმაციო გავლენის ქსელს იმისთვის, რომ ჩარეულიყო ქართულ არჩევნებში. სწორედ ამ ქსელის მეშვეობით ევროკავშირის ელჩი ავრცელებდა მის საარჩევნო აგიტაციას „ქართული ოცნების წინააღმდეგ“, - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის თქმით უდიდესი სირცხვილია, რომ მშვიდობის პროექტად შექმნილი ევროკავშირი გახდა საქართველოში არეულობის, დაპირისპირების და ძალადობის წამქეზებელი.
„ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ყველა ძალადობა, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა, ვინაიდან არჩევნებში დამარცხებული ამ უცხოურმა ძალებმა, ძალადობრივ გზას მიმართეს და ყველა ეს ძალადობა, რაც შემდეგ მოხდა ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც, მათ შორის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის კომუნიკაციას ასახავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაშალვა პაპუაშვილი USAID-ის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, ჩართული ჰყავდათ გადაბირებული ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ
შალვა პაპუაშვილი – გამოჩნდა, რომ USAID-ი, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაციამ თაღლითური ორგანიზაცია უწოდა, სინამდვილეში წარმოადგენდა დანაშაულებრივ სინდიკატს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოქმედებდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…