"საქართველოს პროგრამის საქმიანობა პირდაპირ იყო მიმართული ინდივიდების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლისკენ" - რა წერია USAID-ის შიდა დოკუმენტებში
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელ ედუარდ კორისტაინის მიერ გამოქვეყნებული USAID-ის შიდა დოკუმენტების თანახმად, საქართველოში პროგრამის საქმიანობა ინდივიდების შეხედულებებისა და ქცევის შეცვლისკენ იყო მიმართული.

როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? - სკანდალური მასალები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ედუარდ კორისტაინმა გამოაქვეყნა და ილონ მასკმა გააზიარა.
საუბარია 248 შიდა ფაილზე და 1 200-გვერდიან დოკუმენტზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი "არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა.
გასაჯაროებული მასალებით, პროგრამის სქემებით და დოკუმენტებით მტკიცდება, რომ USAID-ს საქართველოში შექმნილი ჰქონდა პროპაგანდისტული ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი ენჯეოები, ე.წ. მედია, ექსპერტები, ასევე, სოციალურ ქსელების კომპანიები. ამ ქსელის მეშვეობით ისინი ორკესტრირებულად იწყებდნენ იმ საკითხებისა და გზავნილებს გაჟღერებას და წინ წამოწევას, რომელიც თავად სჭირდებოდათ.
პარალელურად კი, მედია სივრციდან აქრობდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ მათთვის არასასურველ ინფორმაციას და გამოცემებს.
"1. საქართველოს პროგრამის საქმიანობა პირდაპირ იყო მიმართული ინდივიდების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლისკენ. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სირთულის გამო სააგენტომ აქცენტი ადგილობრივ "ენჯეოებზე" გადაიტანა.
2. "ენჯეოების" კოალიციის საქმიანობა მხოლოდ ფაქტების გადამოწმებას არ გულისხმობდა და მოიცავდა ალტერნატიული ნარატივების შექმნას, აუდიტორიის ღირებულებებზე აპელირებასა და სტრატეგიულ საინფორმაციო კამპანიებს.
3. თბილისის მეტროში განთავსებული პლაკატების კამპანია "რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს" პასუხობდა მოსკოვისა და ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხის შესახებ.
4. ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ზინკმა დაგეგმა და განახორციელა სოციალური მედიისა და სხვა გზავნილების კამპანიები, რომლებიც გათვლილია სოციალური ერთობის, პატრიოტიზმის, ეროვნული ერთიანობისა და უკრაინის ომისა თუ სხვა საკითხების შესახებ დეზინფორმაციული ნარატივების თაობაზე ცნობიერების გასაზრდელად.
5. პროგრამაში ხელოვანებისა და მომღერლების ჩართვა კიდევ ერთი ინოვაცია და წარმატება იყო; ეს ასახავს USAID-ში არსებულ განწყობას, რომ საინფორმაციო მდგრადობის პროგრამირება შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე მხოლოდ მედიასექტორი," - ნათქვამია გავრცელებულ მასალებში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…