პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

The Telegraph: მაკრონმა ლიდერები გააფრთხილა, რომ თუკი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი, 1.6 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი წლის ბოლომდე არ დამტკიცდება, მისი ბედი შესაძლოა მარინ ლე პენის ხელში აღმოჩნდეს

ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერები გააფრთხილა, რომ 1.6 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტის წლის ბოლომდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მისი ბედი მარინ ლე პენის ხელში აღმოჩნდება.

The Telegraph: მაკრონმა ლიდერები გააფრთხილა, რომ თუკი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი, 1.6 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი წლის ბოლომდე არ დამტკიცდება, მისი ბედი შესაძლოა მარინ ლე პენის ხელში აღმოჩნდეს
იმედინიუსი

ევროკავშირის დიპლომატებმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „მისტერ შანტაჟი“ უწოდეს მას შემდეგ, რაც მან ბლოკის მომდევნო ბიუჯეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წამოაყენა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაკრონმა ლიდერები გააფრთხილა, რომ თუკი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი, 1.6 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი წლის ბოლომდე არ დამტკიცდება, მისი ბედი შესაძლოა მარინ ლე პენის ხელში აღმოჩნდეს.

ბრიუსელის სამიტი ხუთშაბათს მწვავე დაპირისპირებით დასრულდა - 12-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

აშკარად გაღიზიანებულმა მაკრონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, რადგან აპრილში დაგეგმილი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო მას პროცესის ბოლომდე მისაყვანად საკმარისი პოლიტიკური გავლენა აღარ ექნება.

„ჩვენ არ ვართ მზად, შეთანხმებას ნებისმიერ ფასად მივაღწიოთ. პროცესის დასრულება 31 დეკემბრამდე შეგვიძლია, თუმცა ეს უკიდურესი ვადაა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენს დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ - მოსალოდნელია, რომ ის მაისში გასამართ მეორე ტურში ნებისმიერ კონკურენტს, მათ შორის ყველაზე სავარაუდო მეტოქეს, რადიკალ მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონს დაამარცხებს.

შექმნილი ვითარებით გაღიზიანებულმა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა მაკრონს „მისტერ შანტაჟი“ უწოდა და იგი მოლაპარაკებების საფრანგეთის საარჩევნო ციკლის მძევლად ქცევაში დაადანაშაულა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარინ ლე პენი: ჩვენი ქვეყანა დეფოლტისა და სოციალური მღელვარების ზღვარზეა - ჩვენი ლიდერები ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე უნდა მუშაობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ფარული პოლიტიკური მანევრებით სცადონ, ხელი შეუშალონ ფრანგ ხალხს საკუთარი დემოკრატიული ნების გამოხატვაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები