პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარინ ლე პენი: ჩვენი ქვეყანა დეფოლტისა და სოციალური მღელვარების ზღვარზეა - ჩვენი ლიდერები ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე უნდა მუშაობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ფარული პოლიტიკური მანევრებით სცადონ, ხელი შეუშალონ ფრანგ ხალხს საკუთარი დემოკრატიული ნების გამოხატვაში

მარინ ლე პენის განცხადებით, საფრანგეთი დეფოლტისა და სოციალური მღელვარების ზღვარზეა, ხოლო ხელისუფლება ქვეყნის გაძლიერების ნაცვლად ევროკავშირის ბიუჯეტზე ნაჩქარევი შეთანხმებით ფარულ პოლიტიკურ მანევრებს მიმართავს.

მარინ ლე პენი: ჩვენი ქვეყანა დეფოლტისა და სოციალური მღელვარების ზღვარზეა - ჩვენი ლიდერები ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე უნდა მუშაობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ფარული პოლიტიკური მანევრებით სცადონ, ხელი შეუშალონ ფრანგ ხალხს საკუთარი დემოკრატიული ნების გამოხატვაში
იმედინიუსი

საფრანგეთის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტი, მარინ ლე პენი ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება და აკრიტიკებს მცდელობას, რომ ევროკავშირის მომავალ მრავალწლიან ბიუჯეტზე შეთანხმება საფრანგეთის არჩევნებამდე ბევრად ადრე, წელსვე იქნას მიღწეული. მან ამ პროცესს „ფარული პოლიტიკური მანევრები“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლე პენმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის მოთხოვნას სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, მისი თქმით, „ამის მიზეზებს საერთო არაფერი აქვს ჩვენი ფერმერების დაცვასთან“ და მიზანი შეთანხმების ნაჩქარევად დამტკიცებაა მანამ, სანამ ის 2027 წლის არჩევნებში პოტენციურად გაიმარჯვებს.

„ჩვენი ქვეყანა დეფოლტისა და სოციალური მღელვარების ზღვარზეა. ჩვენი ლიდერები ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე უნდა მუშაობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ფარული პოლიტიკური მანევრებით სცადონ, ხელი შეუშალონ ფრანგ ხალხს საკუთარი დემოკრატიული ნების გამოხატვაში“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

თავის მხრივ, სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის არჩევნების ფაქტორი ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიებზე გარკვეულ გავლენას ნამდვილად ახდენს, ევროკავშირის სხვა ლიდერები ლე პენთან დაკავშირებული ვადების შესახებ გავრცელებულ ნარატივს უარყოფენ. კერძოდ, ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას „საფრანგეთში არჩევნების ნამდვილად არ ეშინია“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: მარინ ლე პენი ზელენსკის ბრიუსელში შეხვედრას სთავაზობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები