პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ, 7-წლიან ბიუჯეტზე

ევროკავშირის ლიდერები 1,78 ტრილიონი ევროს ოდენობის 7-წლიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. გერმანია და სხვა ქვეყნები ხარჯების შემცირებას ითხოვენ, რასაც საფრანგეთი, იტალია და პოლონეთი ეწინააღმდეგებიან.

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ, 7-წლიან ბიუჯეტზე
რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას მოითხოვენ გერმანია, ნიდერლანდი, ავსტრია, შვედეთი, ფინეთი, დანია და ბელგია. ევროკავშირის იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ, არიან იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და პოლონეთი.

სპეციალური სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ წარმოადგინა შვიდწლიანი ბიუჯეტის პროექტი. მისი თანხა 1,78 ტრილიონი ევროა, რაც ევროკომისიის თავდაპირველ გეგმაზე დაახლოებით 204 მილიარდით ნაკლებია.

მოწინააღმდეგე ქვეყნები ხარჯების კიდევ უფრო შემცირებას ითხოვენ.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტზე ლიდერების მოსაზრებები ისევ მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მოლაპარაკება გაგრძელდება 17-18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე. მერცი არ კარგავს იმედს, რომ შედეგს ამ წლის ბოლომდე მიაღწევენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ თუ დეკემბრის ბოლომდ ვერ შეთანხმდებიან, მოლაპარაკებების გაგრძელება 2027 წლის პირველ ნახევარში, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, აზრს კარგავს და პროცესი მომავალი წლის მეორე ნახევრამდე გადაიდება, რაც ბიუჯეტის დროულად დამტკიცებას საფრთხეს შეუქმნის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევროკავშირის ლიდერებმა მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: „პოლიტიკური თეატრი“ და უთანხმოება - ევროკავშირის ლიდერებმა მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები