ცხინვალის КГБ აცხადებს, რომ უკრაინა ოსი არასრულწლოვანისგან ინფორმაციას ითხოვდა
ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ამტკიცებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა Telegram-ით ოს არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს და ხალხმრავალი ობიექტების კოორდინატების გადაცემას სთხოვდნენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი (КГБ) აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით აღკვეთა არასრულწლოვნის დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მცდელობა.
უწყების მიერ 27 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, 24 ნოემბერს უკრაინის სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებმა Telegram-ის ჩატბოტ „Дайвинчик“-ის საშუალებით სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ არასრულწლოვანს დაუკავშირდნენ.
დე ფაქტო КГБ-ს მტკიცებით, ისინი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებად ასაღებდნენ თავს და ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებით მოზარდს მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ობიექტების კოორდინატების შეგროვებასა და გადაცემას სთხოვდნენ.
უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, მის დაშინებასა და შანტაჟს ცდილობდნენ.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ მისმა და დროულმა ოპერატიულმა ღონისძიებებმა დანაშაულებრივი განზრახვის შემდგომი განვითარება აღკვეთა. ამჟამად, უწყების ცნობით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები მომხდარის ყველა გარემოების დასადგენად.
დე ფაქტო КГБ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და არასრულწლოვანთა ინტერნეტსივრცესა და მათ საკომუნიკაციო წრეზე სათანადო კონტროლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
უწყება მოსახლეობას ურჩევს, ინტერნეტში მუქარის, შანტაჟის ან უკანონო ქმედებებში ჩართვის შეთავაზების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საეჭვო პირებთან კონტაქტი და მომხდარის შესახებ შესაბამის ორგანოებს შეატყობინონ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…