პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ცხინვალში სატელეფონო გამოკითხვებს „იდეოლოგიური დივერსია“ უწოდეს

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დეპუტატებმა სატელეფონო გამოკითხვებს „იდეოლოგიური დივერსია“ უწოდეს და ორგანიზებაში „მტრულად განწყობილი ძალები“ დაადანაშაულეს.

ცხინვალში სატელეფონო გამოკითხვებს „იდეოლოგიური დივერსია“ უწოდეს
რადიო თავისუფლება

27 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში „დეპუტატები“ გამოკითხვების ორგანიზებაში „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ძალებს“ ადანაშაულებენ.

ე.წ. დეპუტატები არ აკონკრეტებენ, ვის გულისხმობენ „ოსი ხალხის მტრებში“ და რა კითხვები დაუსვეს რეგიონის მცხოვრებლებს.

მათი შეფასებით, გამოკითხვის ორგანიზატორებს სურდათ, მოსახლეობას ეჭვი შეეტანა რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და რუსეთის მიერ მიცემულ უსაფრთხოების გარანტიებში. დეპუტატების მტკიცებით, ორგანიზატორების მიზანი ანტირუსული განწყობების გაღვივება და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობის დათესვა იყო.

„დეპუტატები“ აცხადებენ, რომ გამოკითხვის ორგანიზატორებს რეგიონის მცხოვრებთა სატელეფონო ნომრების ბაზაზე ჰქონდათ წვდომა. მათ მოსახლეობას მოუწოდეს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და „პროვოკაციებს არ აჰყვეს“.

ცალკე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც. უწყების მტკიცებით, 24 ნოემბერს უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ტელეგრამის ჩატბოტ „დაივინჩიკის“ მეშვეობით არასრულწლოვანს დაუკავშირდნენ, სამართალდამცავებად გაეცნენ და ხალხმრავალი ადგილების კოორდინატების გადაცემა მოსთხოვეს. კომიტეტის ცნობით, უარის შემდეგ მოზარდის დაშინება და შანტაჟი სცადეს.

უწყება აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს. კომიტეტის განცხადებაში სატელეფონო გამოკითხვები ნახსენები არ არის.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცხინვალის КГБ აცხადებს, რომ უკრაინა ოსი არასრულწლოვანისგან ინფორმაციას ითხოვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები