საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი იაპონიის ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა, სადაც ორმხრივი კავშირები და იაპონიის სახელმწიფო მინისტრის 2026 წლისთვის დაგეგმილი ვიზიტი განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას; ასევე განხილულ იქნა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო იაპონის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საქართველოში ვიზიტს, რომელიც 2026 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…