პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკვე ხორციელდება ღონისძიებები იმისათვის, რომ მოხდეს მისი მოძიება, დაკავება და შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება - პროკურორი თურქი ბიზნესმენის მეჰმეთ უიარის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულზე ძებნა გამოცხადდა.

უკვე ხორციელდება ღონისძიებები იმისათვის, რომ მოხდეს მისი მოძიება, დაკავება და შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება - პროკურორი თურქი ბიზნესმენის მეჰმეთ უიარის შესახებ
რუსთავი 2

ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასზე ძებნა გამოცხადდა.

პროკურორი, გიორგი დოლაკიძე აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა არგუმენტები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და პირს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით მიესაჯა:

"პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით, ვინაიდან არაერთი მტკიცებულება იქნა წარდგენილი, რომელიც ადასტურებდა პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მომზადდა შესაბამისი საჩივარი, რაც განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. სასამართლომ სრულად გაიზიარა არგუმენტები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და პირს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ჩვენს მიერ წარდგენილი იყო არაერთი პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, რომლებიც ცალსახად ადასტურებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო და ამ შემთხვევაში, მიიღო სრულიად სწორი, სამართლიანი და კანონიერი განაჩენი. უკვე ხორციელდება ღონისძიებები იმისათვის, რომ მოხდეს მისი მოძიება, დაკავება და შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება." - აცხადებს პროკურორი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციური20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა
  2. TV პირველიოპოზიციური20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - სააპელაციომ გადაწყვეტილება შეცვალა და თურქი ბიზნესმენი დამნაშავედ ცნო
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე პატიმრობა მიესაჯა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურითურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენის განაჩენი შეიცვალა და 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
  6. რუსთავი 2სამთავრობოთურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  7. ბათუმელებიოპოზიციურისააპელაციომ 9 წელი მიუსაჯა 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიზნესმენს
  8. TV პირველიოპოზიციურითურქმა ბიზნესმენმა, რომელსაც ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებისთვის 9 წელი მიუსაჯეს, დაკავებამდე საქართველოს დატოვება მოასწრო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ხვდებით ხო, რა “ჩმორული” ტრიუკიცაა?” – დათო აბზიანიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები