პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი: სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზელენსკის 2022 წელს სტამბოლში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ მისცეს. დასავლეთმა, განსაკუთრებით კი დიდმა ბრიტანეთმა სრულიად ცრუ მოლოდინი შექმნა - ზელენსკის უკან დაახევინეს

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ დასავლეთმა და განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის ცრუ მოლოდინი შეუქმნა და 2022 წელს სტამბოლში რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საშუალება არ მისცა.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი: სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზელენსკის 2022 წელს სტამბოლში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ მისცეს. დასავლეთმა, განსაკუთრებით კი დიდმა ბრიტანეთმა სრულიად ცრუ მოლოდინი შექმნა - ზელენსკის უკან დაახევინეს
იმედინიუსი

ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის ალის ვაიდელის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა 2022 წელს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის მიეღწია, თუმცა მაშინ დასავლეთმა მას ამის საშუალება არ მისცა.

როგორც ვაიდელმა აღნიშნა, ზელენსკის განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა შეუქმნა ცრუ მოლოდინი და უკან დაახევინა.

„სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზელენსკის 2022 წელს სტამბოლში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ მისცეს. დასავლეთმა, განსაკუთრებით კი დიდმა ბრიტანეთმა, სრულიად ცრუ მოლოდინი შექმნა და ზელენსკის უკან დაახევინა“, - განაცხადა ვაიდელმა.

გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, სტამბოლის მემორანდუმი უკრაინისთვის გაცილებით უკეთეს პირობებს ითვალისწინებდა, ვიდრე ის პირობებია, რომელშიც ქვეყანა დღეს იმყოფება.

„ომი მაშინვე უნდა დასრულებულიყო“, - აღნიშნა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იანვრამდე სურთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები