პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადდება ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლა, რომელიც თითოეული მხრიდან ათასზე მეტ ადამიანს მოიცავს.

მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის.

"ამერიკელ წარმომადგენლებთან შევთანხმდით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე - ძალიან გვსურს, რომ ეს იყოს ნაბიჯები, რომლებსაც ამერიკასთან ერთად გადავდგამთ მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ამერიკულმა მხარემ იცის, რა შეიძლება იყოს ეფექტური რუსეთზე ზეწოლისა და უკრაინისთვის რეალური დახმარების გაწევის კუთხით. ჩვენ ველოდებით მართლაც მასშტაბურ ტყვეთა გაცვლას და სერიოზულად ვეკიდებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოყენებულ ფორმულირებას, რომ ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი გაცვლა ამ ომის განმავლობაში - თითოეული მხრიდან ათასზე მეტი ადამიანი. ეს უკრაინელი ოჯახების დიდი ნაწილისთვის უკიდურესად მგრძნობიარე საკითხია. ამჟამად კი, სხვადასხვა ჯგუფი, სპეცსამსახურები, სადაზვერვო უწყებები და საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეს გაცვლა შედგეს. უახლოეს ხანებში ველოდები ანგარიშს მოსამზადებელი სამუშაოების დეტალების შესახებ", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: უკრაინა და რუსეთი ტყვეთა გაცვლას ფორმულით „ათასი ათასზე“ ან „ათას ხუთასი ათას ხუთასზე“ განიხილავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები